კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები მდუმარე აქციას მართავენ.
გზის სავალი ნაწილი მათ გადაკეტილი აქვთ და დისტანციის დაცვით სპეციალურ სტიკერებზე დგანან, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოებია გამოსახული.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და ასევე, საარჩევნო ოქმის გამოსახულებიანი სტიკერი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წერია, რომ [არჩევნები] გაყალბებულია.
ისინი დროშებს აფრიალებენ და ამ მდუმარე პროტესტის ფორმით არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.