ხმაური და დაპირისპირება ლავრენტი არდაზიანის ორ ნომერში – ომის ვეტერანი და მისი მრავალსულიანი ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლები მოხუც პენსიონერს და მის მრავალსულიან ოჯახს ერთადერთი თავშესაფრიის გარეშე ტოვებენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლებმა კარი უროთი შეამტვრიეს, ოჯახს წევრებს ფიზიიკურად გაუსწორდნენ და ხელბორკილები დაადეს.
“პირველების”ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი. მათ ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ.
როგორც ირკვევა, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ამ წუთებში, ადამიანები სახლიდან გამოასახლონ, რადგან ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული იმ მევახშის წინააღმდეგ, რომელმაც ოჯახის უფროსი ლაშა გიგაური მოატყუა.