ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში მოხდა. როგორც ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი კვლავ გრძელდება.
ორი ადამიანის გარდაცვალებაზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
„ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს. აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. კომპანიის...










