LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს რაც მისი საქმე არაა,ხვიჩა კვარაცხელია სულ 21 წლისაა_რომან გოცირიძე

ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს რაც მისი საქმე არაა,ხვიჩა კვარაცხელია სულ 21 წლისაა_რომან გოცირიძე

დაპოსტა 2022/07/17-ში
A A
200
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ბულინგის კამპანიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განმარტებით, ის, რომ კვარაცხელიამ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა სამიტინგო პათოსით არ აღწერა, ეს პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს.

რომან გოცირიძე საზოგადოებას ურჩევს „ყველამ თავისი საქმე აკეთოს და „კვარა“ ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს საქართველოს“.

‘

მორიგი უაზრო აჟიოტაჟი ატყდა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გამართული პრესკონფერენციის გამო. მისი პასუხი რუსეთიდან წამოსვლის შესახებ იყო სწორი.

როგორც კი მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, იმ დღიდან ვაკვირდები ამ ბიჭს. მისი თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი სხვადასხვა ინტერნეტსტრიმებით, მათ შორის საწვრთნელი შეკრებების დროს ჩატარებული.

რაც შეეხება მის პირად მხარეს: არის ლაღი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, ზომიერი შეფასებებში, ხაზს უსვამს სხვების დამსახურებებს და არ არის ეგოისტრად პატივმოყვარე. გუშინდელ ნახევარსაათიან პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა ეს.რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა არ აღწერა სამიტინგო პათოსით, ეს მის პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს. რომ არა “რუბინში” გადასვლა, რომ არა მწვრთნელის შეცვლა და სლუცკის( რომელიც მას შვილობილს ეძახის) ხელში მისი ჩავარდნა, შეიძლება დღესაც “ლოკომოტივის” ან “რუბინის” დუბლებში ეხეხა სკამი. ნიჭიერია და ეს ასე არ მოხდებოდა? ბევრი ნიჭიერი გვინახავს დაკარგული. მინიფეხბურთშიც გვყავდა ნიჭიერი ბავშვი, ქართველი მარადონა, არქანია იყო გვარად. იცით ახლა სად არის? გსმენიათ რაიმე მის შემდგომ კარიერაზე? მე არა.

კვარაცხელია სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე. ის ნაცებსაც უნდა უყვარდეს, ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც.

სპორტსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის იდეალური მაგალითი იყო ზაზა ფაჩულია. მუდამ გუნდურობას და სხვების დამსახურებას უსვამდა ხაზს, კონფლიქტური სიტუაციების კომენტირებისას იყო ჯენტლმენი და ყველანაირად კორექტულ, მათ შორის პოლიტკორექტულ შეფასებებს აკეთებდა (ძირითადად, ამერიკული აუდიტორიისათვის). თავის დროზე ეს დავწერე კიდევაც. ვიღაცამ მაშინ დამიკომენტარა, დედა უწერს განცხადების ტექსტებსო:)). არაა ეს ასე რა თქმა უნდა. ალბათ არ სჯეროდათ, რომ ეს პატარა ბიჭი ასეთი გონიერი და თავმდაბალი იყო. ხვიჩაც პატარაა.

რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, იტალიურად ცუდად რომ ითარგმნებოდა მეც კი მივხვდი, ამ ენის არმცოდნემ. ალბათ არ იყო ადვილი იტალიაში სპორტის მცოდნე ქართველი თარჯიმნის მოძებნა. ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო: ჟურნალისტი ეკითხება, რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ “კვარადონას” გეძახიან, მოგწონთ თუ არაო. თარჯიმანმა უთარგმნა და მერე წასჩურჩულა, რომ იცოდეთ, დონა იტალიურად ქალს ნიშნავსო. სინამდვილეში “კვარაქალოს” კი არა მარადონას ადარებდნენ. ხვიჩამ რა თქმა უნდა, სწორი პასუხი გასცა და “გაატარა” თარჯიმნის “წახმარება”:))

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. საქართველოს “კვარა” ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტების მეშვეობით ფრანგები უფრო მეტს გებულობენ, ვიდრე მთელი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების მეშვეობით.

ბოლოთქმა: სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი. 9 ნომერი ვიყავი, სლავა მეტრეველის და ვოვა გუცაევის მსგავსად:))

სხვათა შორის, მე და ვოვა ერთ საფეხბურთო გუნდში ვთამაშობდით…პარლამენტში. ორჯერ მყავს მოტყუებული“, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

ავარია აჭარაში – დაღუპულია 40 წლის მამაკაცი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა
მთავარი

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა - ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და კაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ადგილზე მისულ ბრიგადას საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. პაციენტის ოჯახის წევრები და...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.   ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.   მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული....

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"