LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

დაპოსტა 2026/08/17-ში
A A
117
ნახვა
გაზიარება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 707 667 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, Design–Build მეთოდით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, ასევე კაცხის სვეტის გადმოსახედის და მასთან არსებული ბილიკის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები შესრულდეს.

ტექნიკური დავალებით, მღვიმევის დედათა მონასტრის პროექტის განხორციელებისას სრულფასოვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული:

ძირითადი ბეტონის კიბისა და საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია: ასასვლელი გზის დახრილობის მაქსიმალური შემცირება, ცალკეულ მონაკვეთებში ბილიკის შეძლებისდაგვარად/საჭიროებისამებრ გაფართოება, არასტანდარტული საფეხურების ერთგვაროვან სისტემაში მოყვანა და მოპირკეთება სპეციალური, მოცურების საწინააღმდეგო მასალებით;

უსაფრთხოების მოაჯირები: მონასტრამდე ასასვლელი საფეხმავლო გზის (მთელ პერიმეტრზე დაახლოებით 200 მეტრი) და არსებული კელიების (სათავსოების) ღია ზონებში ერთიანი, მყარი და გარემოსთან ესთეტიკურად თავსებადი უსაფრთხოების მოაჯირების დამონტაჟება;

არსებული ლითონის კიბის კონსტრუქციის რესტავრაცია: უშუალოდ მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის ელემენტების, მისი საფეხურებისა და მოსასვენებელი ბაქნების დეტალური შესწავლა, კონსტრუქციული აღდგენა და ანტიკოროზიული დამუშავება;

სანიტარული კვანძის რეაბილიტაცია: ლითონის კიბის მოპირდაპირედ მდებარე არსებული სველი წერტილების – ორი ცალკე მდგომი შენობის (ოთხი სათავსოს) სრული მოწესრიგება, მასთან არსებული დამხმარე კიბის საფეხურების აღდგენა, ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და შიდა/გარე განათების მოწყობა;

მოსასვენებელი სივრცეებისა და საპარკე ინვენტარის მოწყობა: გამწვანების ზოლში არსებული ორი მოსასვენებელი ბაქნის კეთილმოწყობა და ახალი, ისტორიულ ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებული საპარკე სკამების მონტაჟი.

რაც შეეხება კაცხის სვეტის გადმოსახედის და მასთან არსებული საფეხმავლო ბილიკის პროექტს, ტენდერით მოთხოვნილია:

საფეხმავლო ეკო-ბილიკის მშენებლობა: გადასახედამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობა მხოლოდ ეკოლოგიური და ბუნებრივი მასალებით. სამუშაოები მკაცრად უნდა განხორციელდეს ხელით ან მცირე მექანიზაციით, მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენებისა და ნიადაგის მასშტაბური მოჭრის გარეშე;

უსაფრთხოების დამცავი ბარიერების მოწყობა: მარშრუტის გასწვრივ არსებულ ციცაბო მონაკვეთებსა და ღია გადასავარდნებზე ხისა და მსუბუქი ლითონის/ბაგირების კომბინირებული, მყარი დამცავი მოაჯირებისა და ბარიერების დამონტაჟება;

გადასახედი მოედნის მოწყობა: კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედნის მოწყობა, რომლის კონსტრუქციაც უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და აღჭურვილი დამცავი მოაჯირებით;

საინფორმაციო ნავიგაციის სისტემის მოწყობა: ტერიტორიის აღჭურვა საინფორმაციო დაფებით, მცირე მოსასვენებელი სივრცითა და ანტივანდალური ნაგვის ურნებით.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ შემოიფარგლოს მხოლოდ ტექნიკური აღდგენით.

„იგი უნდა იქცეს კვლევით, კულტურულად და ეკოლოგიურად გააზრებულ ჩარევად, რომელიც შეინარჩუნებს ობიექტების არქიტექტურულ იერსახეს, სივრცობრივ სტრუქტურას, ისტორიულ ავთენტურობასა და უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტს“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"