დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.










