ძლიერი ქარის გამო დღეს, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს მერია.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,❗️მოსახლეობის საყურადღებოდ!
❗️ იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისში კვლავ ძლიერი ქარია, დაზიანებულია ბევრი შენობის სახურავი, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ძველით ახალი წლის აღსანიშნავად პიროტექნიკის გამოყენებისგან!
❗️ ერთად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ქალაქის უსაფრთხოება!” – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,❗️მოსახლეობის საყურადღებოდ!
❗️ხონის მუნიციალიტეტში არის ურთულესი მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერმა ქარმა გამოიწვია სტიქიური მოვლენები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
❗️რეგიონში ბევრ შენობას სახურავი აქვს გადახდილი. გამომდინარე აქედან, გთხოვთ, დღეს თავი შეიკავეთ პიროტექნიკის გამოყენებისგან.თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შემთხვევები, ჯანმრთელობის დაზიანებები და ხანძარი.
❗️ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს!” – ნათქვამია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავების მოწოდების არაერთი პოსტი ვრცელდება სოციალურ ქსელში.
,,პიროტექნიკის მავნებლობას აღარ ჩამოვთვლი…, მაგრამ ვინც დღეს გამოიყენებს ამ ქარში არის უვიცი და ბოროტი” – წერს ონისე მელქაძე.
,,ვინაიდან ძლიერი ქრია და ამ ღამით ძველით ახალი წელი დგება, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას, ნუ გამოიწვევთ ხანძარს. მშვიდად და მშვიდობიანად ავღნიშნოთ! <3″ – წერს ქეთი ბერძენიშვილი.
,,? გთხოვთ ?
❗️ ვინაიდან ქუთაისში ძლიერი ქარია, გთხოვთ, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ?
#დავიცვათერთმანეთი
#გავუფრთხილდეთერთმანეთს
#ვიზრუნოთგარემოზე” – წერს თათია ახვლედიანი.
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას.
ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი, 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა.
რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.










