ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეებმა „მოაზროვნეს“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს!
გაბრიელ კაპანაძემ (III კლასი) მოიპოვა II ხარისხის დიპლომი და ვერცხლის მედალი.
ნიკოლოზ კაპანაძემ (V კლასი) მოიპოვა III ხარისხის დიპლომი და მედალი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაბრიელი და ნიკოლოზი ასევე გახდნენ სამტურიანი ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულები.
მათ ოლიმპიადის სამივე ტურში მაქსიმალური — 120-120 ქულა დააგროვეს, მოიპოვეს I ადგილი და დაისაკუთრეს ოქროს მედლები. 🥇🏅
ვულოცავთ გაბრიელსა და ნიკოლოზს ამ მიღწევებს და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ გამარჯვებას, ახალი მწვერვალების დაპყრობასა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!










