ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც თვითმხილველი გვიყვება ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა ჟვანიას სკოლასთან მოხდა .
როგორც ადგილზე მოქალაქეები განმარტავენ მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გაჩერებულ “ოპელს” შეეჯახა. გარდაიცვალა 72 წლის მამაკაცი. დაშავდა “მერსედესში” მყოფი ორი მოქალაქეც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.