LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიკა გვარამია გუნდის წევრებს და ოჯახს – გირაოს გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით

ნიკა გვარამია გუნდის წევრებს და ოჯახს – გირაოს გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით

დაპოსტა 2019/09/09-ში
A A
175
ნახვა
გაზიარება

,,მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით, “- ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამად „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდის ვადა იწურება, რის გამოც მისი გუნდი და ოჯახი ნერვიულობს.

„ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემს გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”, -წერს ნიკა გვარამია “ფეისბუქში”.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის ოდენობით გირაო დაუწესა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც. გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა.

თეგები: გირაომთავარი არხინიკა გვარამია
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"