2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა – ამის შესახევ შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გვერდზე უკვე გამოქვეყდა.
“კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე − პირველ კალათაში იკავებს ადგილს.
- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს;
- პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ;
- 4 სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“;
- ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი;
- კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირის მიმართ დაიწყო.” – ნათქვამია ანგარიშში.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოუსმენენ.










