სოციალურ ქსელში ფილოლოგი, ჟურნალისტი და ქუთაისის მემატიანე ნანილუ ცხვედიანი ავთანდილ ოსეფაშვილს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტი გამოაქვეყნა, მეგა ტვ უცვლელად გთავაზობთ:
,,ფოტო სულ ახლახან, 6 ოქტომბერს, დადე საკუთარ გვერდზე, ასეთი წარწერით:
“ეს დედაჩემია, დღეს 94 წლის გახდა. გილოცავ დე

“
რა ბედნიერი, იმედიანი იყურები მხცოვანი მშობლის ჯერ კიდევ არცთუ შეხნიერებული შვილი…
დღეს კი ქალაქს მოულოდნელად გადაურბინა შემზარავმა ამბავმა: N 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კოვიდით დაიღუპა!
ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ დასრულდებოდა ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა, ჩემო ავთო.!ახალგაზრდობიდან მოყოლებული , შენ ჩვენი თაობის ერთ -ერთი ყველაზე გამორჩეული, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი იყავი. შენ, ჩოხატაურელი ბიჭი, წლების წინ ისე შეეთვისე და გულში ჩაეხუტე ქუთაისს, ვერც კი წარმოგედგინა შენი თავი სხვაგან. საკუთარი ცხოვრება, დიდი ორგანიზატორული ნიჭი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ზღვა ენერგია უშურველად მიუძღვენი მას. ქუთაისმაც როგორი პატივისცემით მიგიღო და გაღიარა, შეგიყვარა შენი საქმიანი და პიროვნული თვისებებით, პატიოსნებით, გულითადობით, ლამაზი იუმორით. და როგორი იქნება, ავთანდილ ოსეფაიშვილო, ახლა თქვენი სამუდამო განშორება?(((
ოთხი ათეული წლის წინ გაზეთ “ქუთაისში” შენს შესახებ გამოქვეყნებულ წერილს ასე დავარქვი:”ყველაფერი სიყვარულით იწყება…”
თურმე, სიყვარულითვე მთავრდება, ძამა! ”