ფოთის ცხელების ცენტრში წალენჯიხიდან სპორტსმენის კონტაქტიდან ერთ-ერთი, 38 წლის ქალი შემოიყვანეს.
მედიკოსების თქმით, პაციენტს მწვავე რესპირატორიული სიმპტომები აღენიშნება. ახალგაზრდა ქალს დღეს აუღებენ ბიოლოგოურ ნიმუშს და “კოვიდ 19”-ის გამოსარიცხად მისი ანალიზი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. პაციენტი ამჟამად, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
“პაციენტი შემოყვანილია წალენჯიხიდან, 38 წლის ქალბატონი, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით. აღენიშნებოდა ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. მას უტარდება შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდანამნეზიდან ირკვევა, რომ ეს პაციენტი არის დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებიდან. გამოძახებული არიან ეპიდემიოლოგები, მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
rustavi2.ge