მწერალი ნაირა გელაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და რიონის ხეობის მცველების პროტესტს უერთდება. მისი განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას წესიერი, მოაზროვნე და სამშობლოს მოყვარული მხარდამჭერი აღარ ჰყავს.
“მსურს გამოვთქვა ჩემი უკიდურესი აღშფოთება. გამოვხატო პროტესტი იმ დანაშაულებრივ ქმედებათა გამო, რასაც ის სჩადის რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ. პირველივე დღეს მინდოდა ამ პროტესტის გამოთქმა, მაგრამ უბრალოდ ცუდად გავხდი, ისევე, როგორც გახდა ცუდად ათასობით ადამიანი საქართველოში. […]
დღევანდელ ხელისუფლებას წესიერი, უანგარო, მოაზროვნე და სამშობლოს მოყვარული მხარდამჭერი აღარ ჰყავს. “ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ის ხალხის გარეშე არსებობს, უკვე, რადგან ის რაც ნამახვანჰესის პრობლემამ გამოამჟღავნა, ამას ჰქვია სამშობლოს ღალატი”, – ამბობს ნაირა გელაშვილი.
გელაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან ხელმომწერი სამივე პირი: გიორგი გახარია, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი სახელმწიფოს მოღალატეები არიან და უნდა გასამართლდნენ.