მარნეულში, სადახლო – მარნეულის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატრანზიტო სატვირთო შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე...










