სულ მცირე 7 მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი ლაერტ ჰაჯიუ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ახლა მას ალბანეთში ექსტრადაციისთვის ამზადებენ.
მედიის ინფორმაციით, დანაშაულების უმეტესობა მას და მის დაჯგუფებას სწორედ ალბანეთში აქვთ ჩადენილი. Top Channel-ის ინფორმაციით, ჰაჯიუ დაკავებისას ქართული საბუთები აღმოაჩნდა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია ყალბია.
ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს უკვე გაუგზავნა დამნაშავის ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტები.









