მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები Google-ის საიტებით – Youtube-ითა და Gmail-ით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აგრეთვე შეუძლებელია დაკავშირება Google-ის სხვადასხვა აპლიკაციებთან, მათ შორისაა Google Drive, Android Play Store, Maps და ა.შ.
შეფერხების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა Youtube-ის გუნდმა Twitter-ზე დაწერა, რომ ხარვეზის შესახებ მათ ინფორმაცია აქვთ და რომ მის გამოსწორებაზე მუშაობენ.