LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მრავალი დღე ებრძოდა ავადმყოფობას – კორონავირუსმა ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი იმსხვერპლა

მრავალი დღე ებრძოდა ავადმყოფობას – კორონავირუსმა ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი იმსხვერპლა

დაპოსტა 2020/11/17-ში
A A
3k
ნახვა
გაზიარება

კორონავირუსს ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ვასილ ფხაკაძე გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.

მის გარდაცვალებას მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

“არც კი ვიცი, რა ვთქვა, როგორ მოგეფერო, როგორ დაგიტირო, როგორ გამოგემშვიდობო! შენ ხომ ყველას დარდი გულთან მიგქონდა, გვერდით ედექი ყველას გაჭირვებაში, როგორც შეგეძლო. როგორ გიყვარდა შენი ქალაქი, ქალაქელები, თეატრი და ვერც წარმოგედგინა ამათ გარეშე ყოფნა. მთელი ცხოვრება თეატრს შეწირე და არც გიფიქრია, თეატრის გარდა სადმე წასვლა. ვერც ჩვენ წარმოგვედგინა ეს ქალაქი და თეატრი შენს გარეშე, იმდენად მისი ნაწილი იყავი. მხიარულო, თბილო, მოსიყვარულე ვასო (ბიძი) როგორ ყველას გვატკინა გული შენმა წასვლამ მეგობარო ! გვაპატიე, რომ ისეთ პატივი ვერ გეცით, როგორსაც იმსახურებდი”, – წერს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

,, თეატრი კაპელდინერით იწყება”. არ გვიწყენენ ჩვენი კაპელდინერები, თუ ვიტყვით, რომ მთელი თეატრალური თაობებისთვის მესხიშვილის თეატრი ადმინისტრატორ ვასო ფხაკაძით იწყებოდა.
ათეულობით წლები ერთგულად გაატარა ძვირფას კედლებში – თავდადებულმა, საქმის მცოდნე, საიმედო თანამშრომელმა და თეატრში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც მასთან ძალიან საინტერესო ისტორია არ აკავშირებს.
ვასო ფხაკაძე მესხიშვილის თეატრის მრავალი გამარჯვების მონაწილე იყო და ამ სიხარულებზე თვალებანთებული გვიამბობდა. ქართველი ხელოვანების ფიტოებით მოფენილ მის მაგიდაზე მთელი ამბების წაკითხვა შეიძლებოდა. მუშამბაზე მინადაფენილი, ძველებური სამუშაო მაგიდა ჰქონდა. მახვშივით იჯდა დიდ სავარძელში და დაუზარებლად ყვებოდა სხვაგან ვერმოსასმენ, საინტერესო ამბებს.
თეატრში მოქცევის ეტიკეტის, სამსახურებრივი სუბორდინაციის უბადლო მცოდნე , გამოცდილებით გამომუშავებული მენეჯმენტური უნარებით – ასეთი იყო ვასო. ბოლო წლები ჯანმრთელიბის მდგომარეობა გაუუარესდა და სახლიდან გვაწვდენდა ხმას, მაინც სულ ჩვენთან იყო…
ძალიან გვიმძიმს მთავარ სათქმელზე გადასვლა….
მრავალი დღე ებრძოდა ავადმყოფობას. დღეს, 17 ნოემბერს აღესრულა.
მესხიშვილის თეატრი სამძიმარს უცხადებს ვასო ფხაკაძის ოჯახს.
სინათლეში განისვენე, კარგო კაცო, თეატრის კაცო, ჩვენო ვასო ?” – ვკითხულობთ მესხიშვილის თეატრის გვერდზე.

საქართველოში,  26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით 778 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება1211

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები – რას წერს ნანული ცხვედიანი
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს
მთავარი

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას „ჰააგის დეკლარაციაზე“...

დაწვრილებითDetails

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე
მთავარი

საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. „მსურს, კენჭისყრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"