დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, მზარეულებისა და მიმტანებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.
ის ხელისუფლებისგან აცრის მხარდამჭერი კამპანიის წამოწყებას ითხოვს.
“პირბადის ტარებაზე და დისტანცირებაზე მოთხოვნები და რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
მოყევით სიმართლე, როგორ ჯოჯოხეთში არიან მომაკვდავი პაციენტები, აჩვენეთ რეალური სურათი, რა ხდება ჯანდაცვის სექტორში.
ილუზიები, რომ თუ დამძიმდება პაციენტი, მისი მოვლის რესურსი არსებობს, უკეთესია არავის ჰქონდეს, მეტი აიცრება.
კოვიდის გავრცელების აქციებზე გადაბრალება არ უშველის კატასტროფას, რომლის წინაშეც ვდგავართ.
უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ოპორტუნიზმს რაიმე საზღვარი ხომ უნდა გააჩნდეს, უზნეობაც აღარაა ეს, დანაშაულია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა










