LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

დაპოსტა 2026/03/23-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის.

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია.

სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მოქალაქეებმა მოილოცონ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.

„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, გადაგვაქვს და არაერთხელ გვითქვამს, რომ მთელი ერი არის ჭირისუფალი დღეს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს უწმინდესს პატრიარქს. როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის თანახმად, ის დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

დღეს მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს. თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი, დაახლოებით, 20:00 საათამდე ღია იქნება და მორწმუნე საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს.

მოქალაქეები გუშინაც იყვნენ, მას შემდეგ, რაც დაიკრძალა. ყველასი არა, მაგრამ გარკვეული ნაკადის შესვლა შესაძლებელი გახდა. უშუალოდ საფლავთან მიახლება ვერ მოხდება, იმის გამო, რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს საფლავს და პატივისცემა გამოხატოს უწმინდესის საფლავის მიმართ.

სიონის საკათედრო ტაძრის მიმართ მის უწმინდესობას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება“,- განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.

მისივე თქმით, პატრიარქი საკურთხეველთან ახლოს დაიკრძალა, რომელიც „ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილია, შესაბამისად, მისი სურვილი თავისთავად ცხადია, აღსრულებულია“.

ამასთან, როგორც მღვდელმა საბა გაზდელიანმა ჟურნალისტებს სიონის საპატრიარქო ტაძარში განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში სასულიერო პირები პანაშვიდს გადაუხდიან.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს დიდი დანაკარგი. დღეს მრევლს შესაძლებლობა ექნება საღამოს 20:00 საათამდე შევიდეს ტაძარში და მიეახლოს უწმინდესის საფლავს. ეს ხდება ძალიან ორგანიზებულად, მშვიდად და წყნარად. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მიეახლოს. ასევე, ჩვენ ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, გადავიხდით პანაშვიდს. სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება. ამიტომ, ამ ეტაპზე, არ ეძლევათ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს შიგნით მუშაობის შესაძლებლობა. ასეთია დღეს სურათი“, – განაცხადა მღვდელმა საბა გაზდელიანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის წინ მოვკვდები – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"