ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადმოხტა – ამის შესახებ ინფორმაცია TV25-ს წყარომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მოზარდს ორივე ხელი მოტეხილი აქვს. “ბავშვები შატალოზე აპირებდნენ წასვლას, სკოლის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც ერთ-ერთი მოზარდი ფანჯრიდან გადახტა”- გვიყვება წყარო. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა, სასწავლო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს დავით ეცადეიშვილი ადასტურებს. მისი მტკიცებით, მოზარდი ეზოში წაიქცა, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, მოზარდის დაშავების შესახებ შეტყობინება არ შესულა. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში კი, სადაც სკოლის მოსწავლე იყო მოთავსებული, აცხადებენ, რომ იგი უკვე ბინაზე გაეწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე” – კაია კალასი
მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს...










