ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი, როშტილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჰამასმა“ სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგო მოკლა.
ირკვევა, რომ 25 წლის რახელი დოვი, „ჰამასის“ თავდასხმის დროს ქვეყნის სამხრეთით ფესტივალზე იმყოფებოდა.
„მომღიმარი, ქარიზმატული და განსაკუთრებული იყო. ძალიან უყვარდა ცხოვრებით ტკბობა. ოპტიმისტი გოგონა იყო“, – ამბობენ დაღუპული გოგონას შესახებ.









