,,მოვისმინეთ სიცრუე და ბრალდებები, რომელიც არ არის რეალური.” – ასე პასუხობენ გაერთიანებული წყლის კომპანიაში ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა შუშანიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისში წყალარინების მასშტაბური პროექტი აღარ განხორციელდება, რადგან საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ფულის ჩამორიცხვის ხელშეკრულება გააუქმა.
,,მოვისმინეთ სიცრუე და ბრალდებები, რომელიც არ არის რეალური.ცვლილება ეხება პირველ ტრანშს, 5 მილიონი ევროს ჩამორიცხვა უნდა მომხდარიყო. ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ცვლილების და მოვითხოვეთ მილიონი ევროს ჩამორიცხვა, გამომდინარე იქიდან რომ მიმდინარე წელს დაკონტრაქტდა საპროექტო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება და აქტიურ ფაზაშია. დასრულება დაგეგმილია 2022 წლის მაისის ბოლოს, რის შემდეგადაც უკვე გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი და მშენებლობის ტენდერის დასრულებისთანავე გაფორმდება ხელშეკრულება და ამის შემდგ 48 თვეში დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.
ეს ინფორმაცია რაც გავრცელდა არის სიცრუე, გამომდინარე იქიდან რომ ეს გაფორმებული ხელშეკრულება და დაწყებული სამუშაოები მოწმობს იმას რომ პროცესი მიმდინარეობს. სასესხო ხელშეკრულება არის გაფორმებული 100 მილიონ ევროზე და ძალაშია ეს ხელშეკრულება.
აქვე მინდა აღვნიშნო, იგივე ხდებოდა წყალმომარაგებაზე, რომ არ გაკეთდებოდა ეს პროექტი და ქუთაისის მოსახლეობას არ ექნებოდა 24 საათიანი წყალი, თუმცა დღეს ყველამ ვიცით რომ ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. მე მინდა ქუთაისის მოსახლეობა დავაწმუნო რომ ამ გაჟღერებულ ვადებში მათ ექნებათ წყალარინების თანამედროვე სისტემა და აშენდება წყალარინების სისტემის გამწმენდი ნაგებობა.” – აცხადებენ გაერთიანებული წყლის კომპანიაში.









