ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.
ახლა ევროპულ ბაზარზე „ფაიზერის“ ერთი დოზა 19,50 ევრო ღირს (ძველი ფასი 15,5 ევრო იყო)
„მოდერნამ“ დაახლოებით 10%-ით გააძვირა თავისი ვაქცინა. ევროკავშირისთვის მიწოდების თაობაზე უკანასკნელ კონტრაქტებში მითითებულია, რომ ამ ვაქცინის ფასი 25,50 დოლარია. პირველი შესყიდვის თაობაზე კი გარიგებისას მისი ფასი 22,60 დოლარი იყო.










