ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,მას განუმარტეს, რომ ის გადაყავდათ სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში და ის დათანხმდა, თუმცა ამის შესახებ წერილობითი დოკუმენტი , რაზედაც სააკაშვილის ხელისმოწერაა, არ არსებობს,თუმცა ამბობს რომ მას ზეპირად შეუთანხმდნენ. იგი დაემშვიდობა ციხის ექიმებს. როცა ნახა რომ ციხის საავადმყოფოში მოიყვანეს მან უარი განაცხადა, რის შემდეგადაც ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს. ”
სახალხო დამცველის განმარტებით ფიზიკური დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.










