საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში – თბილისის სიონში ინახება.
ტროპარი:
იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე და მისისა ყოვლადპატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოვლადქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობა და დიდი წყალობა.
კონდაკი:
ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.









