LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი”-ნიკა გვარამია

,,მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი”-ნიკა გვარამია

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

ნიკა გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, საბოლოოდ დაასრულა ავტორიტარიზმი და გადავიდა დიქტატურაში. მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს ციხიდად, რასაც სხვა არაფერი ქვია, თუ ადამიანის გატაცება.

მიხეილ სააკაშვილი, ნაშიმშილარი პატიმარი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა მანაც უპასუხა ფიზიკურ ანგარიშწორებას, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფების მსხვერპლი და მასზე ამ წუთებშიც, მიმდინარეობს უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ციხის შინაგანაწესით და პენიტენციური რეგულაციებით, ციხეში 10:00 საათზე ქრება შუქი ყველა კამერაში და პატირებმა უნდა დაიძინონ, ამ წუთებამდე ანთებულია ყველა კამერა და ისმის გინება და რკინის ნივთების ხმაური.

მიხეილ სააკაშვილი ჯერ გაატარეს ამ კორიდორში, მერე გადმოათრიეს მანქანიდან და ამ წუთებშიც, მის პალატაშიც ისე შედის ეს ხმა, როგორც გარეთ ისმის.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ასევე ხდება მედპერსონალის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და არა მხოლოდ მისი რწმენით, წარმოადგენენ თეთრხალათიან სპეცრაზმელებს. მიხეილ სააკაშვილის ინვაზიური ჩარევა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ბუნებრივია მის მიერ წინააღმდეგობა გაწეული იქნა, ბუნებრივია ამას მოჰყვა გარკვეული ნივთების დაზიანებები. ცხადია, რომ ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების გადასარჩენად უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში როცა იმყოფება, ეს ვერ ჩაითვლება დანაშაულად, მით უმეტეს, როცა მასზე ხორციელდება თავდასხმა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პენიტენციური სამსახური აპირებს, ამ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს დაუმძიმოს ბრალი.

ჩვენ მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან გამოქვეყნდეს პირველი, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, მეორე გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მესამე, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები, მეოთხე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე.

ვადასტურებთ, რომ გარკვეული ტექნიკა არის დაზიანებული, თუმცა ადამიანი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ჩვენი დასკვნა არის მარტივი – მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მისი სიცოცხლე არის დიდი რისკის ქვეშ, არა მის მიერ შიმშილობის გამო, იმის გამო, რომ რეალურად ციხის საავადმყოფოში მას კლავენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გამოყვანას აღნიშნული დაწესებულებიდან და ხვალ აღნიშნული მოთხოვნით, ჩვენი სამართლებრივი გუნდი აპირებს, გამოყენოს საერთაშორისო ინსტრუმენტები, ამ მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, ნებისმიერ დროს ის შეიძლება იქნეს განადგურებული.

იმ სტრესის პირობებში, რომელშიც მას აყენებენ, შეიძლება მის ფსიქიკას და მენტალურ შესაძლებლობებს ასევე მიადგეს შეუქცევადი ზიანი, შესაბამისად იგი ითხოვს ყველას მასობრივი, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პროტესტებისკენ, არა მის გადასარჩენად, არამედ იმ საშინელების თავიდან ასარიდებლად, რაც სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში, ამ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და სრულიად გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას ეს სჭირდება და აწყობს. ამიტომაც მიშა მოუწოდებს ყველას, არ წამოეგონ პროვოკაციაზე, ეს ყველაფერი იყოს მშვიდობიანი, მასობრივი, პრინციპული, ყველას მონაწილეობით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ მისდამი დამოკიდებულებისა და იგი აცნობიერებს რომ ეს მისი პირადი ბრძოლა არ არის.

მისი პირადი ბრძოლა მას უკვე მოგებული აქვს, ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, მან უნდა მოიგოს ბრძოლა, არა სააკაშვილისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად...

დაწვრილებითDetails

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. „პროგრამაში მონაწილეობა...

დაწვრილებითDetails

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა
მთავარი

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა.  ახალგაზრდა ბიჭს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საზოგადოების დახმმარებით ოპერაციამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და 10 სექტემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს....

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
მთავარი

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას - ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ - დღეს ევროპა...

დაწვრილებითDetails

წყალი 19:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს საბურთალოს რაიონში, ოდესის ქ. N19-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 10/19/2026 12:00 დან...

დაწვრილებითDetails

შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას – კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი – მარიამ კერესელიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას – კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი – მარიამ კერესელიძე
მთავარი

ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას სანაია არ დასწრებია. სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ სამმართველო სანაიას სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას...

დაწვრილებითDetails

ჩვენ არ გავჩუმდებით, ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – რამდენი პატიმრობაც უნდათ იმდენი გამოწერონ, რაც უნდათ ის დაწერონ და ის წაიკითხონ – ვახო სანაია

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას - ჩვენ ვიცით რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

დღეს ყოვლადქებული მოციქული თომას ხსენების დღეა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
დღეს ყოვლადქებული მოციქული თომას ხსენების დღეა
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში - თბილისის სიონში ინახება. ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"