პროექტის „ნაბიჯ-დაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორები გამოვლინდნენ. მათ სერთიფიკატები და ის სპეც- ტექნიკა გადაეცათ, რაც შემდგომში საკუთარი საქმიანობისა და იდეების გაანვითარებაში დაეხმარებათ. გრანტი ტექნიკის სახით სულ 9 გამარჯვებულმა მიიღო. გრანტის მიღებამდე კი მათ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ეტაპებიც გაიარეს . ბენეფიციარებს ასევე შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ სხვადასხვა სახის სარეალიტაციო სერვისებით და მენტორების მხარდაჭერით . პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ Hilfswerk International “ , ორგანიზაციებთან “თახმობა”-სა და მეწარმე ქალთა ფონდთან ერთად შიდა ქართლში, სამეგრელოში და იმერეთში ახორციელებს . მისი მიზანი აქ მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ლაშა ბერეკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ წყალტუბოს პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გავლა საშიშია. "მეგა ტვ"-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ცენტრი...










