LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს…-როგორია ჰიგიენის საშუალებების შემოწმების შედეგები

მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს…-როგორია ჰიგიენის საშუალებების შემოწმების შედეგები

დაპოსტა 2023/04/19-ში
A A
335
ნახვა
გაზიარება

ჰიგიენის საშუალებების შემოწმების შედეგები

იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია პალმოლივი, გარნიე, ინტეზა და დავი. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული.

ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.

გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, საქართველოშიც თუ არის შემოსული. თუმცა, ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ საფრთხის შემცველი ნიმუშების სია და გადაამოწმოთ, ხომ არა გაქვთ იგივე პარტია შეძენილი. აღნიშნული ნივთიერების ფართო გავრცელების გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ მას კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სხვა პროდუქციაც შეიცავდეს, რისი ნახვაც ეტიკეტზე შეგიძლიათ.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სავაჭრო სექტორში პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ შემთხვევას და არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას.

თუმცა, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

ქვემოთ იხილეთ ჩვენს მიერ დასახელებული ბრენდების პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის 14 აპრილს ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა:

 

1. 

პროდუქტის დასახელება: ხელის საპონი PALMOLIVE NATURALS

შტრიხკოდი: 8693495034364

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

_______________________________________

2. 

პროდუქტის დასახელება: თხევადი საპონი Dove

შტრიხკოდი: 8720181050527

მწარმოებელი ქვეყანა: ნიდერლანდები

_____________________________________

3. 

პროდუქტის დასახელება: კრემ-კონდიციონერი Garnier Fructis

პარტიის ნომერი: 26NN01

შტრიხკოდი: 3600541252486

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

___________________________________

4. 

პროდუქტის დასახელება: დეოდორანტი მამაკაცებისათვის INTESA

შტრიხკოდი: 8003510002733

მწარმოებელი ქვეყანა: უცნობია

____________________________________

5. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი Palmolive hydra balance 2 in 1

პარტიის ნომერი: 020321 IT 10222 * B

შტრიხკოდი: 8714789880501

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

 

წყარო: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000144?lang=en

 

წყარო: momxmarebeli.ge

თეგები: როგორია ჰიგიენის საშუალებების შემოწმების შედეგებისაშიში ჰიგიენური საშუალებები
გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე” – კაია კალასი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი
მთავარი

მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სულ უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა , - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „2026 წლის გაფართოების პაკეტშია“ ნათქვამი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეპრესიული კანონების მიღების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია ” – მარტა კოსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა...

დაწვრილებითDetails

“უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა “- ევროკომისია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება - სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, -...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია”- ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის  დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს  საწარმოო...

დაწვრილებითDetails

” ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში, სადაც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"