მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე მინდია გოგოჭური ე.წ მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. იგი ერთი თვეა შიმშილობს, რის გამოც გუშინ გონება დაკარგა.
მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, გოგოჭური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების გამო 4 წელი მიუსაჯა.
მინდია გოგოჭური ამტკიცებს, რომ იარაღი ჩაუდეს.










