“მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს და მთელ სამართალდამცავ ორგანოს მათი სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბატლერში, პენსილვანიაში. რაც მთავარია, მინდა, მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს და ასევე, მივმართო მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, როცა გავიგე ხმა, გასროლა და მაშინვე ვიგრძენი კანზე ტყვია. ბევრი სისხლი დავინახე, ამიტომ მივხვდი, რაც ხდებოდა” -ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც მან თავდასხმის შემდეგ გაავრცელა
მარნეულში 6 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ. "ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც,...









