LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია

“მინდა, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, გაიაზროს, რომ მათი საქმეები დასავლეთისთვის ცნობილია” – გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2025/07/29-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ, – ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესება.

როგორც გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ყველა სანქცირებული პირი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იქნება.

„დასავლეთის მიერ სანქცირებული ხელისუფლება ჩინეთში გაიძურწა. გუშინ ლიეტუვამ გააფართოვა სანქცირებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციულ ბიუროს და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს. მინდა ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და საქმეები დასავლური სახელმწიფოებისთვის ცნობილია. შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ“,-აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ამავე დროს, ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “დასავლეთისგან სანქცირებული „ქართული ოცნება“ ჩინეთში გაიხიზნა“.

„ოფიციალური ვიზიტისას გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ პარტია კომუნისტურ პარტიას ეწვია. დადებითია, რომ როგორც იქნა, ბატონი ვოლსკი დაუბრუნდა საკუთარ კომუნისტურ ფესვებს. თუმცა, სავალალოა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური ჩინეთი არ და ვერ იქნება ევროპული კავშირისა და ნატო-ს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში, „ქოცები“ გვამცნობენ, რომ თურმე პარტიების შეხვედრის მიზანი ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ-ჩინურ მენტალობაში, პარტია და სახელმწიფო ტოტალურად არის აღრეული ერთმანეთში. პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპელი სოციალისტების წევრი იყო, საიდანაც ის გამოაგდეს, დღეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა ჩახუტებული. პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია. იმ ფონზე, როდესაც რეგიონული სახელმწიფოები, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ შეთანხმებებს აფორმებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასამტკიცებლად; იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს, საქართველო სრულად გამოთიშულია ყველა დადებითი პროცესიდან. ეროვნული ინტერესების ლობირების ნაცვლად, ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი და საქართველოს განვითარების პერსპექტივა, დღეს უკვე ღიად ეფლირტავება ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელიც ევროპული კავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ იღვწიან. სწორედ ეს არის რუსული ამოცანა – საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სუვერენული საგარეო ხმა, რომელიც მტერს „მოყვარეს“ უწოდებს, ხოლო მოყვარეს „მტერს“, რომელიც ათავისუფლებს საუკეთესო პროფესიონალებს და პატრიოტებს საგარეო უწყებიდან და ხელს უწყობს ქართული საგარეო და ეროვნული ინტერესის სრულ კვდომას. დღეს „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსული საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციას და სწორედ ამიტომ, თითოეულმა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, უკლებლივ ყველა ფრონტისა და ინსტრუმენტის გამოყენებით“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია...

დაწვრილებითDetails

14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია – მაია ჩხაიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

„14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა. ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ...

დაწვრილებითDetails

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სეს-მ მოკვლევა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები შედის 2023-2024 წელს საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესში
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. უეყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მთავარი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ყველა “საარჩევნო უბანი” დილის 08:00 საათზე გაიხსნა. გამოცემის ცნობით, ცხინვალში 70 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა. ჩრდილოეთ ოსეთში - ოთხი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კი...

დაწვრილებითDetails

სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი რამდენიმე საჯარო ბაღში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის ნიშნებია.   მათივე ცნობით, სააგენტო ყველა...

დაწვრილებითDetails

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ – მთავარი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ -  ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი ,,მთავარს" უყვება. როგორც ის ამბობს, მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა....

დაწვრილებითDetails

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაცია აღენიშნებათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო, - შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე...

დაწვრილებითDetails

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"