
2021 წელს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ. 2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს: მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ყაზბეგის ეროვნული პარკი; ოკაცეს კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.









