
როგორც ჩანს , “მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულია. „მილანის“ დირექტორი პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა პირადად აკვირდებიან კვარაცხელიას თამაშს. ჯერ კიდეც მაისში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კვარაცხელია “მილანში” გადაბარგდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვარაცხელიას დუბლით შვედეთის ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხა.










