LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა სამი კანონის მიღებას ითხოვს მამაკაცი, რომელსაც  შეირაღებული თავდასხმა ბრალდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ითხოვს სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს

დაპოსტა 2021/01/18-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან, ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ ზურაბაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაცნეტ „მთავარში“ განაცხადა.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილი საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს.

„ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. ლევან ზურაბაშვილს საზოგადოებასთან სათქმელი აქვს, რომელიც ღიად უკვე დააფიქსირა. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. მათივე ჩვენებების საფუძველზე ვიგებთ, რომ ლევანი მათზე ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა, ის პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებდა. როცა ზურაბაშვილს უთხრეს, რომ ადგილზე ორსული ქალი იმყოფებოდა, მან დაუყოვნებულ მოსთხოვა ის წასულიყო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა ზურაბაშვილს უთხრა, თუ შეიძლება, მეც გავყვებიო. ზურაბაშვილმა უპასუხა, კი ბატონო, გაყევი, ვინ გიჭერს, აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენ რამე ფორმით შეგზღუდოთ, ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, ტელევიზიების ყურადღება მივიქციოო. ამ საქმეს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს არის მაქსიმუმ, იძულება და არა მძევლად ხელში ჩაგდება. ლევნის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებამ, მისმა თანამოაზრეებმა უნდა იბრძოლონ იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც ე.წ. მევახშეობას, „კაზინოების“ აკრძალვას და ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს შეეხება. ის საზოგადოებას სთხოვს გაერთიანდნენ, მისი მოთხოვნა არ არის, მისმა თანამოაზრეებმა მის გათავისუფლებაზე ირძოლონ. ამიტომ, ყველას, ვისაც ეს პრობლემები გაწუხებთ, მიგაჩნიათ, რომ სოციალური უთანასწორობაა, ლევანის სიტყვებს გეუბნებით – უნდა დავდგეთ ერთად და გარწმუნებთ, რომ ლევანი იქნება ის მასტიმულირებელი ადამიანი, რომელიც შეძლებს და ამ საზოგადოებას გააერთიანებს“, – განაცხადა კობაიძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა, ვინაიდან თუკი ხალხი გაამტყუნებდა, ის იდეა, რისთვისაც იბრძოდა, მოკვდებოდა.

„რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმას, მიუხედავად ადვოკატების დასაბუთებისა, რომ კარგი იქნებოდა, ნაფიცი მსაჯულები აერჩია, მან კატეგორიული უარი განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მარტივად მოისყიდიან, მას ხალხის იდეები აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ის იდეა მოკვდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სასამართლომ განსაჯოს მისი ბედი, იცის, რომ ის განწირუილა, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს, არ უნდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხალხს დაკისრებოდა თუკი, გაამტყუნებდნენ“, – განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"