ქუთაისში განთავისუფლებული სოცალური მუშაკების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სოციალური მომსახურების სააგენტომ 29 იანვარს სამსახურიდან უკანონოდ 33 სოციალური მუშაკი დაითხოვა. როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად , ისე მათ მხარდასაჭერად დღეს ქალაქის ცენტრში სოციალურ მუშაკებთან ერთად ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გამოვიდნენ. განთავისუფლებულები თავს ერთი წლის წინანდელი მოვლენების გამო დასჯილად თვლიან, მათ მაშინ სამსახურებში ხელფასებისა დაკადრების სიმცირე გააპროტესტეს.
”ამ პროფესიის ასე ჩამოშლა და კადრების ასე შემცირება გამოიწვევს მოწყვლადი ოჯახების სირთულეებს. ჩვენ გვქონდა მოლოდინი რომ კადრებს დაამატებდნენ, მაგრამ შეამცირეს ყველაზე შრომისუნარიანი თანამშრომლები.” – განაცხადა თინათინ ჭელიშვილიმა.