მივლინებაში ვიყავი – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განუცხდა, რომელზედაც პირისპირება მოხდა და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
“პარასკევს არ გახლდით ქუთაისში, თბილისში ვიყავი. მე არ ამირიდებია თავი ვინმეს შევხვედროდი, თუმცა სამწუხაროდ იმ დღეს ქალაქში არ გახლდით და როგორც კი დავბრუნდი მაშინვე გავაკეთე კომენტარი. იძახოდნენ გამოვიდეს, კაბინეტშია, შუქები ანთიაო. ყველამ იცოდა და გაცხადებული იყო რომ მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი.” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილიმა.
ქუთაისის მერმა მივლინების დამადასრტურებელი საბუთები ჟურნალისტებს წარუდგინა.