მიგრაციამ 2012 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი ზეგავლენა ქუთაისზე მოახდინა – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის თემურ ცამციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 000 ადამიანმა დატოვა, ამის ფონზე კი ქუთაისში მოსახლეობა 240 000 ათასიდან 120 000-მდე შემცირდა. თემურ ცამციშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მიგრაციის ამ მაჩვენებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას რომ, ქალაქს ყოველთვიურად ასეულობით ადამიანი ტოვებს, შობადობა კი ყოველწლიურად იკლებს. ბოლო მონაცემებით 2022 წელს ქუთაისში 351 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, ქუთაისშიც უარყოფითი სალდო გვაქვს.

როგორც თემურ ცამციშვილი აცხადებს, ქუთაისს რომ ადმინისტრაციული ცენტრისა და საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეენარჩუნებინა, ქუთაისი კვლავ ქვეყნის მეორე ქალაქი იქნებოდა და შესაბამისად მიგრაციის ასეთი მაღალი მაჩვენებლი ქალაქში არ იქნებოდა.
“ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის სტატუსის წართმევით ქუთაისს განვითარების პერსპექტივა დაუკარგა”, – აღნიშნა მან.










