სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ისინი ბოჭორიშვილის და ინგოროყვას სახელობის კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ექიმი ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
“პაციენტი 22-წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია, შემოიყვანეს ამ დილით, გამთენიისას, შემოყვანილია ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ჩატარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ქირურგიის დეპარტამენტში, სადაც უტარდება შემდგომი მეთვალყურეობა”, – ამბობს კლინიკის ექიმი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და და 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მიმდინარეობს










