LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

დაპოსტა 2026/04/22-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით. მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

” თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან” -ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს....

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა....

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 768 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ვაკეში მკვლელობა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაძე მოკლულია ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ასევე დაჭრილია ორი პირი. ამ წუთებში ვაკეში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული....

დაწვრილებითDetails

“დაველოდოთ გამოძიებას” – კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ინერციით გუშინაც ერთად მივედით მე და ჩემი შვილი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე- კახა კალაძე
მთავარი

ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა . როგორც მოქალაქე გამოცემას უყვება, შემთხვევა გუშინ, სოფელ ზემო ხანდაკის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, ასევე...

დაწვრილებითDetails

აფარებდნენ თუ არა აღმზრდელები ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს? – სკანდალი ბაღში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისში, თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნია იმნაძის ეპიზოდს განიხილავენ. დაცვისა და ბრალდების მხარეების შეკითხვებს უპასუხებენ გამომძიებლები, რომლებიც არასრულწლოვნის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. „ეს არასრულწლოვნები...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთიდან ქობულეთში მივლინებით მყოფ პოლიციელებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს, 6-6 წელი მიუსაჯეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
იმერეთიდან ქობულეთში მივლინებით მყოფ პოლიციელებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს, 6-6 წელი მიუსაჯეს
მთავარი

„ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“ ბრალდებულ პოლიციელებს - ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს   6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მსჯავრდებულებს ასევე არ ექნებათ 2-2 წლით საჯარო სამსახურებში დასაქმების უფლება. "ბათუმელების"...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"