იურიდიული პირებისთვის თუ 1 კვტ.სთ-ის ღირებულება14-დან თეთრიდან 21-თეთრამდე იყო, გაზრდილი ტარიფით მათ 28-დან 31 თეთრამდე მოუწევთ გადახდა. სემეკის მიერ დაწესებული ეს ახალი ტარიფი უკვე ამოქმედდა შესაბამისად მეწარმეებმა ამ თვეში ქვითარი გაზრდილი გადასახადის მაჩვენებლით მიიღეს .კობა გურული იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ელექროენერგიაზე ფასის ზრდამ უკვე განაპირობა და სამომავლოდ გამოიწვევს . აღსანიშნავია ისიც რომ ტარიფი გაეზარდათ ფიზიკურ პირებსაც . „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის დენის საფასური 3 თეთრით იზრდება. შესაბამისად მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14-ის ნაცვლად, 17 თეთრს გადაიხდიან . 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18- თეთრის ნაცვლად 21 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 22-ის ნაცვლად 26 თეთრს. წელს მოქალაეები მატებას ვერ იგრძნობენ ამშვიდებს საზოგადოებას გახარია . „მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს ცვლილებას 300 კილოვატსაათამდე მოხმარებისთვის.– განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა . თუმცა რა იქნება მომდევნო წელს ?
ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება
ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...









