მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ გადმოაგდეს, იყო გასროლა, დაჭრილია 1 პირი – ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. დაპირისპირება სავარაუდოდ ე.წ. “ქურდულ გარჩევას” უკავშირდება.
“პირველების” ინფორმაციით, გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი.
ადგილობრივების ვარაუდით, ქურდიანის ქუჩაზე ქარელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.
ნიკა ქარელიშვილის მეზობლების თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.
ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ქარელაშვილის მკვლეობასთან დაჭრილ მამაკაცს ეს ამ დროისთვის უცნობია.
ერთი ვერსიით, ჩხუბი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. “პირველები” შინაგან საქმეთა სამინისტროდან განმარტებას ელოდება.










