ექიმმა დავით ლოლაძემ საქართველოში შექმნილ მძიმე ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, ქვეყანაში კრიტიკულად მცირდება საშუალო მედპერსონალის რაოდენობა.
დავით ლოლაძემ საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“დღეს კრიტიკულად მცირდება საშუალო მედპერსონალის რაოდენობა და სურვილი. რამდენადაც იმატებს ინფიცირებული, იმდენად აღარ გვყავს საჭირო ექთნების რაოდენობა.
ერთ ექიმს შეიძლება ას ადამიანზე პასუხისმგებლობა ავაღებინოთ, მაგრამ ერთ ექთანს ას პაციენტს ვერ ჩავაბარებთ.
თითქოს ეს რგოლი არ არსებობს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს…
მომისმენია, რომ ირჩევდი პროფესიას, პასუხისმგებლობა აიღეო…
მე პროფესია არ ამირჩევია თქვენი უპასუხისმგებლობის გადასაფარად და გამოსასწორებლად. მე პროფესია ავირჩიე ადამიანების სამკურნალოდ”, – განაცხადა დათო ლოლაძემ “ფორმულას” ეთერში.