რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ხოლმე ეს ლხინის სუფრა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, მან უნდა მოითხოვოს, კონსესუსი უნდა იყოს საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში, მე არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, მე ვამბობ ჩემს აზრს – რომ მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს.
რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ეს ლხინის სუფრა ხოლმე, ამიტომ მქონდა წინადადება, რომ კი ბატონო, გაიზარდოს 50 კაციანამდე, თუ ყველა აცრილი იქნება, ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი“, – განაცხადა იმნაძემ.