“გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის არ გაახსენდა თავის კოლეგა ლებან ხაბეიშვილი რომ სცემეს? მერე ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ცხვირ-პირს უერთიანებდნენ? მერე ახალგაზრდები საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე რომ სცემეს? ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თურმე ღირსება შეელახა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მე არ მომწონს არანაირი ფორმის ბულინგი, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი რომ გამოსულიყო აქ და ერთი სიტყვა ეთქვა ხაბეიშვილის მისამართით რაც მოხდა არის უკანონობა და დანაშაულიო, მის წინააღმდეგ აგრესიას შეამცირებდა,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...










