მეცნიერები, რომლებიც 2018 წელს ქალაქ ვუჰანში მუშაობდნენ, მოდიფიცირებული კორონავირუსით გამოქვაბულში მცხოვრები ღამურების ინფიცირებას აპირებდნენ. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2018 წელს, მეცნიერებმა პროექტის განხორციელებისთვის 14 მილიონი დოლარი მოითხოვეს. მაშინ მათ უარი მიიღეს, რადგან, დამფინანსებლების აზრით, ეს ადგილობრივ მოსახლეობას დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. გამოცემის ინფორმაციით, მკვლევარებმა პირობა დადეს, რომ თავიანთი მუშაობის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებდნენ.
The Telegraph ინფორმაციით, მეცნიერებს ღამურების კანში კორონავირუსების „ნანონაწილაკების შეტანა სურდათ, რომლებიც ახალ ქიმერულ ცილოვან ცილებს შეიცავს“. ექსპერიმენტის ადგილად მათ ჩინეთის პროვინციის იუნანის გამოქვაბულები შეარჩიეს.










