„შეიძლება, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ნგრევა არ გამოიწვია, მაგრამ არის შანსი, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გაცილებით უფრო დამანგრეველი სეისმური მოვლენა ელოდეს“, – ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
გამოცემა ახმაურებს მეცნიერების პროგნოზს, რომლის მიხედვით, შესაძლოა, აშშ-ში მომავალი 50 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრა მოხდეს.
კერძოდ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 15%-იანი შანსი არსებობს იმის, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, რასაც აშშ-ის სანაპიროზე ასობით ფუტის სიმაღლის მეგაცუნამები მოჰყვება.
ვირჯინიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 8.0 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეიძლება სანაპირო ზოლი წუთებში 6.5 ფუტით ჩაძიროს. შედეგად, განადგურდეს ისეთი ქალაქები, როგორიცაა… განაგრძეთ კითვა:









