ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს, – ინფორმაცია ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა დაუდასტურა. მეუფე სტეფანე, ნამოხვანჰესის მშენებლობას არ ეთანხმება და რიონის ხეობის დამცველებს ეთანხმება. სწორედ ამიტომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, არის თუ არა როტაცია, მის პოზიციასთან დაკავშირებული.
“იძულება არ ყოფილა, არანაირი იძულების წესით არავინ არსად არ გადასულა და არაფერი.”– განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ცნობისთვის : მიტროპოლიტ სტეფანეს თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ გამოუხატავს კრიტიკული დამოკიდებულება ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.ნამახვანჰესის მშენებლობას რამდენიმე თვეა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო სექტორიც აპროტესტებს. ისინი ქვემო ნამახვანის კაშხლის მშენებლობის შეჩერებას და საკითხის საჯარო განხილვას ითხოვენ. გარემოსდამცველების განმარტებით, ჰესის ასაშენებლად შესაბამისი კვლევები ჩატარებული არ არის.