ბენ აფლეკისა და მეტ დეიმონის თანამშრომლობა და მეგობრობა მრავალ წელს ითვლის, ისინი ერთად არაერთ კინოპროექტში გამოჩენილან. ახლა ისინი „ნაიკის“ ფილმში იღებენ მონაწილეობას, გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი თავად ბენია, ის ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს.
მსახიობები მაშინ გადაიღეს, როდესაც სცენარით ხელში ლოს-ანჯელესში გადაადგილდებოდნენ. 49 წლის აფლეკს თეთრი მაისური და ნაცრისფერი შარვალი ეცვა, 51 წლის დეიმონი კი შავ შარვალსა და ნაცრისფერ მაისურში იყო გამოწყობილი. ცნობისთვის, ბოლოს მსახიობები ერთად რიდლი სკოტის ახალ ისტორიულ დრამაში „ბოლო დუელი“ გამოჩნდნენ, სადაც აფლეკი და დეიმონი ფილმის სცენარისტებიც არიან.