თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია ფორმულაც.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
წყარო: ფორმულა










